Ma olen Tartu (მე ვარ ტარტუ)

Tags

, , , , ,

უამრავ გაცვლით სტუდენტს ვიცნობ და თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ ის ქალაქი და უნივერსიტეტია საუკეთესო, რომელშიც თავად იმყოფებოდა. მე კი დღემდე მჯერა, რომ ტარტუ მართლაც საუკეთესოა. ამისათვის მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი მაქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის მინდოდა, ESN(Erasmus Student Network)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მომეშველიებინა, რომლის მიხედვითაც ერთი-ორი წლის წინ გაცვლითი სტუდენტებისთვის ყველაზე საყვარელ და მეგობრულ ქალაქად ტარტუ დასახელდა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ვერაფრით ვერ მოვიძიე, ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ 🙂

Image

          საახალწლოდ მორთული ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი შენობა

დავიწყოთ თავიდან – ახლა 20, 30 ადგილია თსუ-ში გაცვლითი სტუდენტებისთვის, 2009-10 სასწავლო წელს კი მხოლოდ სამ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი – ორი ლატვიის უნივერსიტეტში, ერთი კი – ტარტუში. ამ დროს მე 17 წლის მეორეკურსელი ღლაპი ვიყავი (არ ვაჭარბებ, ზოგი 17 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ადამიანია, მე კი მართლა ღლაპი ვიყავი). თუნდაც ამის გამო არ მქონდა გამარჯვების იმედი. მხოლოდ იმიტომ ვცადე ბედი, რომ მომდევნო კონკურსისთვის მცირე გამოცდილება მაინც შემეძინა. ფაქტი ისაა, რომ მრავალ ჩემზე ბევრად გამოცდილ, უფროს და ძალიან კარგ სტუდენტს ვაჯობე და ასე დავადექი ესტონეთის გზას.

სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის თუ სხვა ქვეყნების საკონსულოებმა გააწამეს და საბუთებზე წინ და უკან არბენინეს, მე არანაირი პრობლემა არ შემქმნია. კონსულმა ერთადერთი კითხვა დამისვა – ყინვის არ გეშინიაო? მართლაც, 2009-10 წლის ზამთარი გამსაკუთრებულად ცივი იყო ბალტიისპირეთში. თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველ დღეს კომბოსტოსავით ჩაფუთნული გავედი ქუჩაში და ლამის გავიგუდე, მივხვდი, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა – ტარტუში სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა დაწესებულება იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ სანამ A პუნქტიდან B პუნქტში მიხვალ, სიცივით ნამდვილად არ მოკვდები.

გაცვლითი პროგრამა ტარტუში ორი უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო:

ა) ჩემგან დამოუკიდებელი: ნისლის გამო ფრენა გადაიდო. ამის გამო ერთი დღით დამაგვიანდა საორიენტაციო შეხვედრებზე და გამოვტოვე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ე.წ. Pub crawl, რომელიც ესტონელ ტუტორთან და ახალგაცნობილი უცხოელი სტუდენტების ჯგუფთან ერთად ქალაქის ყველაზე ცნობილი პაბების მოვლას და თითოეულში თითო კათხა ლუდის დალევას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, ეს დანაკლისი მთელი სემესტრის მანძილზე იოლად ავინაზღაურე და არა მარტო ლუდის, არამედ ყველანაირი ალკოჰოლური სასმლის გეგმას გადავაჭარბე.

ბ) ჩემი სისულელით გამოწვეული: დავდგი რა ფეხი ევროკავშირის მიწაზე, ჩავთვალე, რომ არა თუ აქ, არამედ საქართველოშიც კი აღარავინ იპარავდა მობილურ ტელეფონებს და კლუბ”ტალინში“ ცეკვის დროს სულ 5 წუთით დავტოვე ჩანთა უმეთვალყურეოდ. შედეგად, ამომაცალეს ტელეფონი და ციფრული ფოტოაპარატი.

საბედნიეროდ, სხვა არაფერი სერიოზული ცუდი არ მომხდარა ჩემი ტარტუში ყოფნის დროს.

ახალჩასული სტუდენტები ლამაზ და თანამედროვე  ბიბლიოთეკის შენობაში შეგვკრიბეს და სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეს. პირველი გაფრთხილება თუ მითითება,  რაც ამ ქვეყანაში მივიღეთ, იყო შემდეგი: „Don’t have sex on the bridge!” ლამაზი, ქერა პოლიციელი გოგონას ნათქვამი ეს ფრაზა სასაცილოდ არ გვეყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გაფრთხილება არც თუ ისე უსაფუძვლო ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ტარტუში არის საკულტო ნაგებობა, მდინარე ემაიოგიზე გადებული თაღოვანი ხიდი. ამ ხიდის თაღზე ყველა სტუდენტი ერთხელ მაინც გადადის ფეხით, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია. ვიღაც თავზეხელაღებულები კი ზედ სექსსაც არ ერიდებიან, რაც ძალიან საშიშია თაღის სივიწროვიდან გამომდინარე:

Image

კადრი ვიდეოდან “სექსი რაატუსეს ხიდზე” :))

გარდა ხიდისა, ტარტუს სიმბოლოა შადრევანი ქალაქის ცენტრში,  ქოლგის ქვეშ მდგარი სტუდენტების ქანდაკებით, ე.წ. Kissing Students:

Image

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი ტარტუში პიროგოვის სახელობის პარკი იყო – ეს იმ მცირე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილთაგანია, სადაც ალკოჰოლის მიღება დაშვებულია. თავისუფალ დროს ხშირად მოვდიოდი აქ,  ხალხს ვაკვირდებოდი და მაგრად ვხალისობდი. ერთხელ ვნახე, როგორ მოვარდა პოლიციის ოთხი ეკიპაჟი ერთი საწყალი ლოთის განყოფილებაში წასათრევად, რომელიც ისე ბარბაცებდა, მეც კი ჩავტენიდი მანქანაში, მაგრამ ტარტუს პოლიცია, ცოტა არ იყოს, მოცლილია 🙂  ერთხელ კიდევ იროკეზიან პანკებთან ერთად იჯდა კაშკაშა იასამნისფერ ანაფორაში გამოწყობილი რუსი მღვდელი. ყველანი ძალიან მთვრალები იყვნენ. პანკები გიტარაზე უკრავდნენ, მღვდელი კი მთელი გრძნობით მღეროდა „ეხ რაზ, იშო რაზ“-ს. ახლა რომ კითხულობთ, ხომ არაფერი, მაგრამ „იქ უნდა ყოფილიყავით“ :)) ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრ გაცვლით სტუდენტს ვიცნობ და მათგან საერთო საცხოვრებლებზეც მაქვს გარკვეული ინფორმაცია. ვიცი, რომ ვილნიუსის „საულეტეკიო“ ზოგი ფაკულტეტის შენობისგან შორსაა და სტუდენტების ნაწილს ავტობუსით ნახევარი ქალაქის გავლა უწევს, სლოვაკური „შტურაკი“ კი ასევე გაცვლითმა სტუდენტმა შოთა გელოვანმა ჩერნობილის კორპუსს შეადარა (აქ). ამ მხრივ ტარტუს „რაატუსე 22“ ჩემპიონია თავისი ინფრასტრუქტურით, მოსახერხებელი ადგილმდებარეობით თუ დიზაინით.  ალბათ ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ საერთო საცხოვრებელს აქვს (ყოველ შემთხვევაში, 2009-10 წლებში ასე იყო), ისაა, რომ უფასო Wi-Fi მხოლოდ პირველ სართულზეა. არც ამაზე დავიწუწუნებდი, ესტონეთი ის ქვეყანა რომ არ იყოს, სადაც უფასო Wi-Fi უსიერ ტყეშიც კი შეიძლება დაიჭირო ადამიანმა.

Image

„რაატუსე 22“ 6-სართულიანია და თითო სართულზე 24-მდე „ბოქსია“ განლაგებული. თითო ბოქსში, სტანდარტულად, სამი 2-ადგილიანი ოთახია თავისი ლამაზი, წითელი სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით. რაატუსეს სამზარეულოები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოსახერხებელი ადგილია საღამოობით უცხოელ მეგობრებთან ერთად ვახშამზე შესაკრებად თუ უბრალოდ დასალევად, სასაუბროდ, გიტარაზე დასაკრავად(ღამის 11 საათის შედეგ ისე, რომ სხვები არ გააღვიძო) თუ სხვადასხვა მხიარული თამაშებისთვის. ალბათ ერთადერთ გამონაკლისს ჩემი ბოქსის სამზარეულო წარმოადგენდა, რადგან ორი არანორმალური მეზობელი მყავდა, ამერიკელი მეგანი და ბასკი ითცი, რომელთა მსგავსი ბინძური, უწესრიგო და ლოთი გოგოები მე ცხოვრებაში არ შემხვედრია. მათ გამო ჩვენი სამზარეულო ყოველთვის ბოთლებით და ნაგვით სავსე და გაუბედურებული იყო, თუმცა ოთახი მაინც არ გავცვალე, რადგან ერთთვიანი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა დამეზარა. თანაც, სამზარეულოში ტრიალი ისედაც არ მეხერხება და ძირითადად ან გარეთ ვიკვებებოდი, ან ჩემი უსაყვარლესი ჩინელი მეგობარი, რენი მეპატიჟებოდა ნაირ-ნაირ კერძებზე.

Image

             ჩვენი სამზარეულო ჩვეულ მდგომარეობაში

ესტონელები ძალიან ჩაკეტილი ხალხია და იქ ყოფნის მანძილზე ერთადერთ ესტონელს დავუახლოვდი, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე. ტარტუდან დაბრუნებულს დაახლოებით 100-მდე ახალი მეგობარი მყავდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სიტყვა „მეგობარი“ პირობითია. უკვე 4 წელი გავიდა და მათგან შემომრჩა 5-6 უახლოესი ადამიანი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა მათგანი ყოფილი სსრკ-ს და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან  (ლიტვა, მოლდავეთი, უკრაინა და ბულგარეთი), რომლებთანაც დღემდე უცვლელი, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა მაქვს. ზოგი მათგანი უკვე მესტუმრა საქართველოში, ზოგს კი, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ვნახავ.

Image

                            მე და ჩემი ოქრო ხალხი

სწავლების დონე ტარტუში ძალიან მაღალია და არ მინდა, ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან სიტყვა ისედაც გამიგრძელდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალები მასწავლიდნენ ძალიან საინტერესო საგნებს და იქ მიღებული ცოდნა ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება.

ერთადერთ რამეს ვნანობ: ესტონური ენის კურსები არ ავიღე და მხოლოდ მაღაზიაში საურთიერთობო დონეზე ვისწავლე ეს საყვარელი, ჩიტების ჭიკჭიკის მსგავსი ენა. დიდი ეჭვი მაქვს, ამ ნაკლებად გავრცელებულ ფინო-უნგრულ ენას ვერაფერშიც ვერ გამოვიყენებდი, მაგრამ ჩემს ლინგვისტურ ცნობისმოყვარეობას მაინც დავიკმაყოფილებდი გარკვეულ დონეზე. ცხადია, ჩასვლიდან პირველივე დღეს დავამხეცე ისეთი საბაზისო ფრაზები, როგორებიცაა tere (გამარჯობა), aitah (გმადლობთ), terviseks (გაგვიმარჯოს) და kaksteist kuud (თორმეტი თვე (თავისთავად, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფრაზა არაა, მაგრამ ისევე ჟღერს, როგორც cock tastes good და ამაზე უკლებლივ ყველა უცხოელი ძალიან ერთობა :D)

უამრავი მიზეზი მაქვს, რატომ უნდა მიყვარდეს ტარტუ და რატომ უნდა ვიხსენებდე იქ გატარებულ დროს ტკბილად, დაწყებული არაჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობით, უმაგრესი პაბებითა და გიჟური წვეულებებით, დამთავრებული მოგზაურობებით სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში,  თუმცა გართობას დროებით გვერდზე გადავდებ და უმთავრესს გავუსვამ ხაზს:

ევროპაში გატარებულმა რამოდენიმე თვემ ჩემი აზროვნება და შეხედულებები გლობალურ თუ ლოკალურ თემებზე ცალსახად დადებითისკენ შეცვალა და შემოაბრუნა. მე ჯერ კიდევ იმ ასაკში ვიყავი, როცა რაღაც-რაღაცებს ჩემზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეეძლო (იხ. მე-2 აბზაცი ჩემი ღლაპობის შესახებ). საბედნიეროდ, სწორედ ამ პერიოდში მომიწია ტარტუში წასვლა. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, მე დღეს არ მქონოდა ის ღირებულებები, რაც მაქვს; არ ვყოფილიყავი ისე ტოლერანტული, როგორიც ახლა ვარ. რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, არ მექნებოდა იქაური და აქაური ცხოვრების წესისა და დონის, სწავლების ხარისხის შედარებისა და პლიუსებისა და მინუსების დანახვის საშუალება. შეიძლება ითქვას, ტარტუმ ჩემს აზროვნებას მისცა მიმართულება. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში და ამიტომ მიხარია, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება გაცვლითი პროგრამების რაოდენობა თსუ-ში. 

ტარტუში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტი ტარტუელი სტუდენტი მაშინ ხარ, თუ შემდეგ სამ პუნქტს აკმაყოფილებ:

1)      ერთხელ მაინც გადასულხარ თაღოვანი ხიდის თავზე;

2)      ჩაჭრილხარ მინიმუმ ერთ საგანში;

3)      გქონია სექსი ბიბლიოთეკაში.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე მხოლოდ ერთ პუნქტს ვაკმაყოფილებ (აბა, თუ გამოიცნობთ, რომელს), თუმცა სიამაყით  ვაცხადებ, რომ მე ტარტუელი სტუდენტი ვარ.

იმდენი მოგონება ამომიტივტივდა ტარტუზე და ზოგადად ესტონეთზე, რომ ვორდის 20 გვერდს თავისუფლად გავავსებდი, თუმცა სჯობს, აქ დავასტოპო და დაგიტოვოთ Paha Polly-ს სიმღერა Ma Olen Tartu (მე ვარ ტარტუ) ^_^

by
ნინო დემურია

Advertisements

სტრც პრსტ სტრჟ კრკ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეხეთის რესპუბლიკაში

Tags

, , , , ,

ზუსტად ერთი წლის წინ ვიცოდი, რომ მომდევნო 5 თვე ჩემი სტუდენტობის საუკეთესო პერიოდი იქნებოდა. ჯერ თსუ-სი, შემდეგ კი ერასმუს მუნდუზის ხუთთვიანი გაცვლითი პროგრამის დადებითი პასუხები მივიღე. რა თქმა უნდა, არჩევანი უკანასკნელზე შევაჩერე, ბოლოსდაბოლოს თვეში 1000 ევროს მთავაზობდნენ 😀 ჩემი ჩეხური სასწავლო სემესტრი 7 სექტემბერს ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქ, ბრნოში დაიწყო. Brno
საქართველოდან პირველად გავედი უცხო ქვეყანაში, თან ამდენი ხნით. თუმცა თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრების მეოთხე წელი იწყებოდა, სხვა ქვეყანაში, უცხო ხალხთან მშობლების, ჩემი მეგობრებისა და ნათესავების გარეშე არასდროს მეცხოვრა. ამ ყველაფერის მიუხედავად კი თავს მაინც ისე ვგრძნობდი, თითქოს სახლში მივფრინავდი და იქაურობას უკვე ვიცნობდი. ვაღიარებ, რომ მანამ სანამ ბრნოში გამამწესეს არც ჩეხეთსა და მითუმეტეს ამ კონკრეტულ ქალაქზე ბევრი არაფერი ვიცოდი. (ქალაქზე ხომ საერთოდ არაფერი ვიცოდი :D). მაგრამ, ჩასვლამდე იმდენი მოვახერხე რომ გუგლის აპლიკაციების წყალობით ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა და ტრამვაის ჩემთვის საჭირო მარშრუტები საქართველოშივე შევისწავლე.
ბრნო სამხრეთ მორავიის ყველაზე დიდი ქალაქია და ჩემი აზრით ამ პატარა ქალაქს მთელ ევროპაში საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს. ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში 2 საათში, ულამაზეს ვენაში უფრო ნაკლებ დროში, ბრატისლავაში სულ რაღაც 1 საათში შეგიძლია ჩახვიდე. იქვეა პოლონეთის ზღაპრული ქალაქები კრაკოვი და ვროცლავი, პირდაპირი სარკინიგზო ხაზით შეგიძლია იმგზავრო ბერლინამდე და ეს ზუსტად იმდენ დროს წაგართმევთ, რამდენიც თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე დაგეხარჯებათ ჩვენი ‘ჩქაროსნული’ მატარებლით. ქალაქს აქვს აეროპორტი, საიდანაც პირდაპირი ფრენებია უკიდურესად დასავლეთ ევროპის მიმართულებით 😀 ისე, რომ 30 ევროდ შეგიძლია ნიდერლანდებში ჩაფრინდე, ცოტა უფრო მეტად კი ლონდონშიც ამოყოფ თავს. Freedom Square
ის, რაც, ალბათ, ჩეხეთში ერთხელ მაინც მყოფ ტურისტს შემდეგ ამ ქვეყანაზე ახსენდება პირველ რიგში ლუდი უნდა იყოს. ლუდი ხომ იქ ყველგან იყო, ყველა ვითარებასა და ყველა დროს. ‘იედნო პივო პროსიმ’- ფრაზა, რომელსაც პირველ რიგში სწავლობენ ჩეხეთში ჩასული სტუდენტები. ითარგმნება, როგორც ‘ლუდი, გთხოვთ’. მე კი ჩეხეთში მყოფი ერთადერთი (ნამდვილად ერთადერთი) გამონაკლისი გახლდით (თან ბიჭი), რომელიც ლუდს არ სვამდა. უნდა ვაღიარო, რომ ლუდს საქართველოშიც არ ვსვამდი და ამდენად ვერც ჩეხური ლუდის მადლს ჩავწვდებოდი ძალიან ბევრიც რომ მეცადა. ჩემი ყურადღების ცენტრში მაინც საზოგადოება იყო, მათი ცხოვრების წესი, ტრადიციები, კულტურა და ა.შ; ყოველთვის ვცდილობდი პარალელი გამევლო ქართულ რეალობასთან, ყოველ ასეთ მცდელობისას კი გაბრაზებული ვრჩებოდი ხოლმე, აღმოვაჩენდი რა, რომ ჩვენ თურმე გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს 😀
ჩეხეთში იციან რიგში დგომა, ჩეხეთში არ დგანან ბანკომატის რიგში შენგან 20 სმ-ში, ჩეხეთში არ გაწუხებენ ავტობუსის გაჩერებაზე, არც ავტობუსში, არც ტრამვაიში ადამიანები ხმაურით (არც მაშინ, როცა ლუდით შეზარხოზებულები დადიან).ბრნო ქალაქი ნამდვილად უსაფრთხოა, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის 😀 დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს იქ თავისუფლად შეგიძლია იარო ქუჩებში ისე, რომ არ ფიქრობ, წინ შეიძლება ძველი ჩეხი კაი ბრნოელი ბიჭი გადმოგიხტეს და ქურთუკის, თანხის და ა.შ დატოვება მოგთხოვეს (ვიმედოვნებ, რომ ეს უკვე თბილისშიც ნაკლებად, ან სულაც აღარ ხდება). არც გოგონებს ეშინოდათ, რომ ღამით რომელიმე ბნელ ქუჩაზე შეიძლებოდა უსიამოვნო ინცინდენტი შემთხვევოდათ. კიდევ უფრო მთავარი, ჩეხეთში სუფთა ჰაერია და ამას იქ ჩასვლის პირველივე წამებში შეიგრძნობთ. მიხაროდა, რომ იქ არ ეწეოდნენ სიგარეტს ავტობუსის გაჩერებებზეც კი, ლაპარაკი ზედმეტია საზოგადოებრივ დაწესებულებებში სიგარეტის მოწევაზე. ჩემი ფაკულტეტის სტუდენტებს კორპუსის ეზოშიც კი არ ჰქონდათ უფლება თამბაქოს ბოლი დაეყენებინათ, საამისოდ ისინი ქუჩაში, ისიც სპეციალურად მოწყობილ ადგილებში გადიოდნენ.
ბრნოში ჩასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში ქუჩაზე გადასვლისას გზა ავტობუსმა დამითმო, მგზავრებით სავსე ავტობუსმა. ჩემი გაოცება ალბათ მძღოლმაც კი შენიშნა. სასიამოვნოდ გაკვირკვებულმა გადავკვეთე ქუჩა და მადლიერების ნიშნად თავი დავუკარი მძღოლს. კიდევ ერთი ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი ჩეხი კონტროლიორები არიან, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპროტში ისეთი თავაზიანობით გამოირჩევიან, რომ ჩვენთან ასეთი სერვისის სფეროში მომსახურე პერსონალიც კი იშვიათია.
ბრნოში ყოველთვის იხდიან მადლობას, გიბოდიშებენ, როცა საჭიროა, ყოველთვის გესაუბრებიან თავაზიანად. ამდენად პირველი სიტყვები, რაც იქ ჩასვლისას ვისწავლე იყო: გმადლობთ, უკაცრავად, გთხოვთ. რაც ენის ფონეტიკას შეეხება, ჩეხური ყველა სიტყვა სასაცილოდ ჟღერდა ჩემთვის, ისე როგორც მათთვის ჟღერდა სასაცილოდ ჩემი სახელი 😀 თავად ენაც კი ისეთივე სასაცილო და საყვარელია, როგორც ამ მცირე ბლოგპოსტის სათაური 😀
ქალაქის ულამაზესი არქიტექტურისა და ქუჩების შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამ ყველაფრის ნახვა ყველა თქვენგანს ინტერნეტით თავადაც შეგიძლიათ. მე თავი შემაყვარა ამ თბილმა, გაწონასწორებულმა და სტუმართმოყვარე ხალხმა. სემესტრის დასასრულამდე ერთი კვირით ადრე ადგილობრივმა ჩეხმა მეგობარმა თავისი საერთაშორისო მეგობრები 2 დღით თავის სოფელში მიგვიპატიჟა. სოფელ მორკოვიცეში გატარებული 2 დღე ჩემთვის თბილი და სიხარულით სავსე იყო. ჩეხი მეგობრის ოჯახმა დიდი სიყვარულით მიგვიღო. ამ ოჯახში სტუმრობის შემდეგ ჩემთვის ჩეხეთი ნამდვილად საყვარელი ქვეყანა გახდა და უკან დაბრუნებისთვის რას არ მისცემდა კაცი.
იყო ერასმუსის სტუდენტი ჩეხეთში ბევრი რამის გათვალისწინებას გულისხმობს და მას ცალკე ბლოგიც კი დაეთმობოდა. მათ, კი ვისაც გსურთ თქვენი უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამითა თუ სხვა საშუალებით უცხო ქვეყანაში წასვლა მე ჩეხეთს გირჩევდით. თქვენ დაგხვდებათ ულამაზესი ქვეყანა, ულამაზესი ქალაქებითა და ძალიან ლამაზი ხალხით  თუმცა, ვიზაზე მაინც წინასწარ დარეგისტრირდით, კარგა ხნით წინდაწინ. ერთსაც გეტყვით, საქართველოში ჩეხეთის საელჩოში მომუშავე პერსონალით კი ნუ შეიქმნით წინასწარ ცრუ წარმოდგენას მთელ ჩეხეთზე. :p

put the finger in your neck- ეს ენის გასატეხი ჩეხური წინადადებებია. ამ ენაში უამრავი სიტყვაა ხმოვნების გარეშე.

Once Erasmus – forever Erasmus

ბრატისლავაში სულ 3 ქართველი ჩავედით კომენიუსის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით სასწავლად. დასაწყისი ჩემთვის იმედისმომცემი იყო – დიდი ხნით საზღვარგარეთ მხოლოდ რუსეთში მიცხოვრია (2 წელი), უკრაინაში, თურქეთსა და ბელგიაში მხოლოდ რამდენიმე დღით თუ კვირით ვიყავი ნამყოფი. ამას ემატებოდა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილების არქონა და ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა სულმოუთქმელად ველოდი ჩემი გაცვლითი პროგრამის დაწყებას. ასეთივე მოლოდინი ჰქონდა ჩემს საფულესაც…
შევეცდები ავხსნა ის, თუ რაში შემომეხარჯა დაახლოებით 600 ევრო პირველ თვეში, თუმცაღა მე თვითონ დღემდე არ მაქვს ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი  თადარიგი დავიჭირე და აგვისტოში წინასწარ შევიძინე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფის – Infected Mushroom-ის ბუდაპეშტში გასამართი კონცერტის ბილეთი. ისე გამოვიდა, რომ ბრატისლავაში ჩასვლიდან 2 დღეში უკვე ბუდაპეშტში მომიწია გამგზავრება და იქ 1 ღამით გაჩერება. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ გავემგზავრე პრაღაში, სადაც 2 ღამით დავრჩი. ბრატისლავაში დაბრუნებიდან მალევე კი უნივერსიტეტში სწავლაც დამეწყო. ეს იყო და ეს. არც მანქანა მიყიდია და არც რომელიმე მსხვილი კომპანიის აქცია 😀 შედეგად, მომდევნო თვეებშ დამოკიდებული ვიყავი 200-ევროიან სტიპენდიაზე, რომელიც პირველ თვეში გაგვინახევრეს, იმის გამო, რომ სწავლა 16 სექტებერს დაიწყო და არა თვის დასაწყისში და შემოწირულობებზე სამშობლოდან. მოკლედ, ვისაც ანალოგიური სიტუაციის გამოვლა მოგიწევთ, გახსოვდეთ, რომ ანგარიშიანობა ძალიან გამოსადეგი თვისებაა ამ ცხოვრებაში  თუ, რა თქმა უნდა, არ წახვალთ სასწავლებლად ერაზმუს მუნდუსის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს შეადგენს და თავსატკივარიც გაცილებით ნაკლებია.
ახლა, რაც შეეხება უშუალოდ იმ ადგილს, სადაც იანვრის ბოლომდე ვცხოვრობდი და რომელიც ჩემ მეორე სახლად იქცა – შტურაკს. კომენიუსის უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებლების მთელი სისტემა აქვს და შტურაკი მრავალრიცხოვან კორპუსთაგან ერთ-ერთია. მინდა გითხრათ, რომ განსაუთრებული მოლოდინი არც მქონია, მაგრამ ნანახმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამსაწოლიან ოთახში მტვრის ბურთები ეყარა, კედელზე საღებავით ხელის ანაბეჭდები იყო დატოვებული, ტუალეტს სულ 4 ნომერი ვიყოფდით, სამზარეულო მთელ სართულთან გვქონდა საზიარო და მთავარი – კორპუსში სულ ერთი სარეცხის მანქანა იყო  პირველ დღეს რომ ეთქვა ჩემთვის ვინმეს, რომ ეს ადგილი მომენატრებოდა, ვეტყოდი რომ ალბათ კარგად იცნობს ადამიანის ფსიქიკას და იცის, რომ ყველაფერი ის, რაც აწმყოში არც ისე მოგვწონს, დაკარგვისა თუ განშორების შემდეგ მომავალში მაინც გვენატრება. ეს კი ვიცი, მაგრამ ასეთ ნოსტალგიას მაინც არ ველოდი…

მარცხნივ - საცხოვრებელი კორპუსი ქ. ჩერნობილში. მარჯვნივ - შტურაკი. იპოვეთ განსხვავება :))

მარცხნივ – საცხოვრებელი კორპუსი ქ. ჩერნობილში. მარჯვნივ – შტურაკი. იპოვეთ განსხვავება :))


ბრატისლავაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული და ყველა სხვა დედაქალაქი, რომელშიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმოგაურე, მასზე მეტად მომეწონა. მაგრამ არის ბრატისლავაში ის რაღაც, რაც მას განსაკთრებულ სილამაზეს ანიჭებს და რაც თავს ყოველთვის გახსენებს. ეს არამც და არამც არაა ღმერთმა უწყის საიდან ამოზიდული ბორცვები შუა ტროტუარზე, არც არასტუმართმოყვარე ხალხის ის კატეგორია, ინგლისური რომ იცის, მაგრამ მაინც არ გელაპარაკება და მით უმეტეს არც საიმიგრაციო პოლიცია, რომელშიც უამრავი საათის დაყოფა მომიწია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სლოვაკეთი იქ ჩამსვლელ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, მაქსიმუმ 3-თვიან ვიზას აძლევს. ის, რის გამოც ბრატისლავა ახლაც ძალიან მენატრება, არის მისი უნარი, დაიტიოს ამდენი სტუდენტი  ჩემთან ერთად საერთო საცხოვრებლებსა თუ კერძო ბინებში უამრავი სტუდენტი ცხოვრობდა. ისინიც „სასწავლად“ იყვნენ ჩამოსულნი და ისინიც ჩემთან ერთად დადიოდნენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, იქნებოდა ეს ე.წ. „boat-party“, რომლიდანაც ხალხი ყველაზე წარმოუდგენელი ისტორიებით ბრუნდებოდა, “სექსუალური ფანტაზიების ფართი” ჩვენ საერთო საცხოვრებელში, რომლის დროსაც უბრალოდ პირს ვერ მოკუმავდი იქ მყოფი ლამაზმანების ყურებაში თუ „ლაფრანკონის ხიდიდან თოკით ხტომა“, რომლის ფარგლებშიც 100-მდე სტუდენტმა ისკუპა ხიდიდან დუნაიში და ყველა წარმატებით ამოასკუპა უკან იმ თოკმა, რომელზეც ეს უკანასკნელნი ეკიდნენ.
აი აქედან ხტებიან თავგანწირული სტუდენტები, რათა დუნაის ზედაპირს სულ რაღაც 2-3 მეტრის სიმაღლეზე ჩაუქროლონ

აი აქედან ხტებიან თავგანწირული სტუდენტები, რათა დუნაის ზედაპირს სულ რაღაც 2-3 მეტრის სიმაღლეზე ჩაუქროლონ

ერთი სიტყვით, ბრატისლავაში ცხოვრების პერიოდში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვცხოვრობდი არა რომელიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არამედ პატარა სტუდენტურ ქალაქში, სადაც ყველაფერი მხოლოდ შენთვისაა შექმნილი. ამას ის ფაქტიც ემატება, რომ სხვა ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით, ბრატისლავა არაა გადაჭედილი ტურისტებით; ეს, მეტწილად, ვენის დამსახურებაა, რომელიც სულ რაღაც 1 საათის სიშორეზეა ბრატისლავიდან და რომელიც გაცილებით მეტი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ვიდრე სლოვაკეთის დედაქალაქი.
ბრატისლავას ქუჩები სულ არაა გადატვირთული. მით უმეტეს - დღისით! :)

ბრატისლავას ქუჩები სულ არაა გადატვირთული. მით უმეტეს – დღისით! 🙂


ახლა ალბათ აღარ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ თებერვალში, ანუ მას შემდეგ, რაც ბრატისლავიდან მცხეთაში დავბრუნდი, აღმენიშნებოდა სასტიკი მოწყენილობა, რაც, ალბათ, ცხოვრების წესის მკვეთრი ცვლილებით იყო გამოწვეული. მეამყება და მიყვარს ის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ იმდენი თავგადასავალი, რაც ევროპაში გადამხდა, უკვალოდ არ გაქრება. სწორედ ამიტომ მსურს რაც შეიძლება მალე იქ დაბრუნება, რადგანაც, როგორც ფრედი მერკური ამბობდა, “the show must go on”.
P.S
აქვე, მინდა 1-2 რჩევა მოგცეთ მათ, ვინც სექტემბრიდან გაცვლით პროგრამაში ჩაერთვებით და განსაკუთრებით მათ, ვინც ამას ბრატისლავაში გააკეთებს.
1) კარგად შეისწავლეთ თქვენი ვიზა, დარჩენის ხანგრძლივობა და მისი ვალიდურობა. თუ სლოვაკეთმა არ შეცვალა თავისი სავიზო პოლიტიკა, მაშინ თქვენც მოგიწევთ საიმიგრაციო პოლიციაში ბინადრობის უფლებისთვის მოსაპოვებლად დოკუმენტების ჩაბარება. მომწერეთ და ამ პროცედურის წარმატებით გავლაში დაგეხმარებით. სხვა ქვეყანაში წამსვლელთათვის სავიზო პროცედურები გაცილებით მარტივია. (გარდა ჩეხეთისა – მათი საელჩო საქართველოში ცოტა აგვიანებს ხოლმე ვიზების გაცემას, თუმცა ჩეხეთში ჩასვლის შემდეგ სტუდენტებს არანაირი პრობლემა აღარ ექმნებათ)
2) იმოგზაურეთ რაც შეიძლება მეტი. დაზოგეთ ყოველივე დანარჩენში, მაგრამ ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას
3) იყავით გახსნილნი და ნუ მოგერიდებათ სხვების გაკვირვება 
4) იქონიეთ კარგი ურთიერთობა იმ საცხოვრებლის/ბინის მომუშავე პერსონალთან თუ პატრონთან, სადაც მოგიწევთ ცხოვრება. ეს უკან ყველაზე საჭირო დროს დაგიბრუნდებათ 😉
5) protect yourself ❤
6) დალიეთ. ბევრი დალიეთ 😀 აღმოაჩინეთ საკუთარი თავი უფრო და უფრო მაღალი გრადუსების ზემოქმედების ქვეშ!
7) ყველაზე მთავარი – ისიამოვნეთ!!! არავის მისცეთ უფლება, რომ გაგიფუჭოს თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები, რომლებსაც უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებთ.

შოთა გელოვანი

ბრატისლავას დღიურები (1)

Tags

, , , , , , , , ,

ჩემოდანს , უფრო სწორად, პატარა ჩანთას, წასვლამდე ერთი საათით ადრე ვალაგებ. მაქსიმუმ 10 კილოგრამის წაღება შემიძლია. ბევრს არც არაფერს ვდებ, ორი პერანგი, ორი სვიტერი, ერთი შარვალი – მთელი ბარგიც ლამის ესაა.

საცხოვრებლიდან გამოსვლისას ფრანგ, ხორვატ და ფინელ მეგობრებს გადავეყარე. პოლონელმა ვარშავა-ბრატისლავას ავტობუსის დეტალების გარკვევაში დაგეხმარებიო. ხორვატი კიდევ პარიზზე გიჟდება. მისი ფავორიტი ადგილიდან , Musee d’Orsay-დან მივწერე, შენს საყვარელ ადგილას ვარ მეთქი.

ფრენამ ნორმალურად ჩაიარა. ბერგამოს აეროპორტიდან გამოსვლისას დიდუბე გამახსენდა. იტალიელი ავტობუსის მძღოლები ქუთაისელებივით გაიძახოდნენ. დასავლეთისკენ ხომ არ მოდიხარ-ს მაგივრად ‘’მილანო ჩენტრალე ჩინკუე ეურო’’ ისმოდა. მილანო ჩენტრალეში ცოტა დავიბენი – ნიუ იორკის გრანდ ცენტრალზე ბევრად დიდი და გაურკვეველი მეჩვენა იქაურობა. Image

იტალიელები ძალიან მოვლილები მეჩვენენ. დახვეწილად და კოხტად აცვიათ. მრავალფეროვან მოდაშიც კი საერთო შტრიხები მარტივი შესამჩნევია. მატარებელი არც ისე კომფორტულია. თუმცა დედაჩემის და სხვა ახლობლების ნახვის მოლოდინი უსიამოვნო მგზავრობასაც მავიწყებს. დედაჩემი მჭადს და იმერულ ყველს მახვედრებს. შუა ევროპაში იმერულ სუფრას განსხვავებული გემო აქვს. საჭმელს ვერც იტალიაში დაიწუნებ – Good food & fine wine – ასეც შეგიძლია იტალია ხუთ სიტყვაში დაახასიათო. ქართველებს ძალიან გვგვანან – განსაკუთრებით ლაპარაკით. ხუთი კაციდან ხუთივე ერთმანეთს ერთდროულად ელაპარაკება ხოლმე. ძალიან მომეწონენ. ქუჩაში უამრავი ჩემთვის ახალი ბრენდის მაღაზია მხვდება. ქართველები ტრადიციულად ასეთი მაღაზიების ხშირი ხელმრუდე სტუმრები არიან.

იტალიაში მსოფლიოში ყველაზე მისტიკური და ლამაზი ეკლესიები მეგულება. აქაურობა ჭეშმარიტად რომის და ათენის მემკვიდრეა. პატარა იტალიურ ქალაქებში თავს ისტორიის კუთვნილებად გრძნობ. მანტოვას მოკირწყლული ქუჩები წარსულში ცხოვრების შეგრძნებას განსაკუთრებით ამძაფრებს. Image

ხუთშაბათი დღის ბაზრობები კი მოედნებს/პიაცებს ხმაურიან და თან მყუდრო ელფერს სძენს. რაც უფრო სიღრმეში შედიხარ წარსულში, მით უფრო ხვდები, შენი კულტურაც ამ ცივილიზაციის ნაწილია – უბრალოდ, დროებით მოწყვეტილი , შორს მდებარე ნაწილი. Image

მანტოვადან ვერონასკენ მივყვები მატარებელს. პატარა ვაგონში მრავალფეროვანი გარემოა. იტალიისათვის მულტიკულტურალიზმი უცხო არ არის – გამონაკლისი არც ვერონაა. ვაგონში ყოველი მეორე ან ფერადკანიანია, ან -ჩადრიანი.

ჯულიეტას საფლავზე ინგლისური ასოებით წარწერილ ქართულ სახელებს ვაწყდები – გული მწყდება ვანდალიზმში ქართული წვლილიც რომ ურევია. ერთი ხმოვნის 5-ჯერ გამეორება ‘’სვეცკ’’ ქართველობას აქაც არ დავიწყებია. ვერონადან ისევ მანტოვაში ჩამოვდივარ – ბილეთების ოფისი დაკეტილი დამხვდა. იტალიელმა მატარებლის მემანქანემ ბილეთი არ მაყიდინა – ჩამოსვლისას გულთბილად გაიღიმა, არ გჭირდება ბილეთი, არივედერჩიო. არადა, თავიდან ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა და ჯიუტად ვცდილობდი ფულის შემეჩეჩებინა. რეჯო ემილიას სადგურში გერმანელ ტურისტებს დავეხმარე – გეოგრაფიაში მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვეოდნენ, საფრანგეთთან რაც შეიძლება ახლოს გვინდა მივიდეთო – შესაბამისად მილანში ან ტურინში წასვლა ვურჩიე.

ძალიან ცივა და წვიმს. დედაჩემი ისევდაისევ იმერულ სადილს მახვედრებს და მიხარია.

ორ დღეში ვენეციაში მივდივართ. შეუჩერებლად წვიმს. სან მარკო დატბორილია. ეკლესიაში ტურისტები პოდიუმის მაგვარი ფიცრების დახმარებით შედიან. ვენეციაში ბევრი ხიდიც კი ინკლუზიურ საზოგადოებაზე მიუთითებს. ეტლით მოსიარულე ადამიანს მსგავს უნიკალურ ქალაქშიც კი არ გაუჭირდება გადაადგილება. აქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, ადამიანი ეტლმა რომ არ დააბრკოლოს.Image

ჩვენთან სავარძლიანი ადამიანი მაღაზიაში პურის საყიდლადაც ვერ შევა. აქაურთაგან სასწავლი ძალიან ბევრი გვაქვს.

მალე პარიზში ფრენის დრო მოდის. წინა საღამოს დედაჩემს ტრადიციულად მჭადის გაკეთებას ვთხოვ. წლეულს ბოლო იმერული ვახშამი მაქვს. ცოტა პარადოქსია, იტალიაში რომ ხარ და იქაურ პიცაზე ან პასტაზე მეტად იმერულ მჭადს და ყველს რომ ეძალები.

დედაჩემს თვალები ეცრემლება, თუმცა ვხვდები, თავს იკავებს. მერე გამომიტყდა, მთელი დღე ვტიროდი, რომ წახვედიო.

ჩვენთან ჰგონიათ ხოლმე, დედა-შვილობა მარტო ქართველებმა ვიცით და სხვამ არავინ. ევროპაზე თავშესაფარში ჩაბარებული მოხუცები ახსენდება ბევრს. ის კი გვავიწყდება, ჩვენთან თავშესაფრებიც არ გვაქვს.  ევროპასაც ერთ ქვაბში ყრიან – მარტივი გონებისთვის ყველაფრის განზოგადება მარტივი გადასატანია. აი იტალიაში როგორც წესი, ერთ-ერთი შვილი აუცილებლად დედასთან ახლოს ცხოვრობს ან იმავე სახლში, ოღონდ სხვა სართულზე. ხშირად შვილები ძილის წინ აკითხავენ მშობლებს, მოეფერებიან, ესაუბრებიან და ა.შ.

ბელგიაში ყოფნისას აღმოვაჩინე ისიც, რომ ბელგიელი ახალგაზრდები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, შაბათ დღეს მშობლებთან ერთად ატარებენ, საყიდლებზე მიდიან, ერთად სადილობენ და ამ დღეს ერთმანეთს უთმობენ. ჩვენში ორი ექსტრემია – ან მთელ ცხოვრებას დედ-მამის კალთაზე ატარებენ, ან საკუთარ მშობლებს ფეხებზე იკიდებენ. ნილსი, ჩემი მეგობრის მეგობარი იმ დღეს შედარებით ადრე წავიდა სახლში, დილით ადრე უნდა ავდგე და მთელი დღე მშობლებთან ვიყოო.

პარიზში ფრენა ბოლონიიდან მაქვს. შესაბამისად, წინა დღით ბოლონიაში ჩავდივარ. თავიდან ცოტა მოსაწყენი მეჩვენა ქალაქი. ბოლონიას თავისი განსხვავებული სტილი აქვს. ბევრი დრო არ მაქვს და ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი ვნახო. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, იმ ქანდაკებას ვაწყდები, რომლის ასლიც ბათუმში, თეატრის წინ დგას. თავს ისევ რენესანსის ეპოქაში ვგრძნობ. უბრალოდ აქ მანქანების ხმაური იგრძნობა. ერთი შეხედვით, ბოლონია ყავისფერ-ნაცრისფერი ქალაქი გეჩვენება. იქაურობა რადიკალურად განსხვავდება ფერადი ვენეციისა და ვერონასაგან.

ბოლონია ჩენტრალეში უცნობ იტალიელ გოგოს დავეხმარე. ცოტა უცნაურია, იტალიელს თავისსავე ქვეყანაში მე, ორი დღის ჩასული რომ ვეხმარები გზის გაგნებაში. აღმოჩნდა, ისიც ჩემი მატარებლით მოდიოდა. 3-4 წუთიან საუბარში ისიც გავარკვიეთ, რომ ეს გოგონა ერასმუსით პარიზში სწავლობდა, მე კიდევ მეორე დღეს მივფრინავდი პარიზისკენ. მატარებელში ასვლისას მეორე მხარეს დაჯდა. მთელი გზა წერდა რაღაცებს ფურცელზე. თან ვიღაცებს ურეკავდა და ისინიც რაღაცებს აწერინებდნენ. ჩამოსვლისას, ეს ფურცელი მე მომცა. მასზე ის ადგილები ჩამოუწერია, რაც პარიზში ყოფნისას აუცილებლად უნდა მენახა. მოგზაურობაზე ასეთი მომენტების გამო ვგიჟდები. რაც მთავარია, ამ გოგოს წყალობით Shakespeare & Co.-ს შესახებაც შევიტყვე. ეგ ერთ-ერთი საუკეთესო გაჩერება იყო პარიზში.

Image

Yesterday I helped a very beautiful Italian girl to validate her train ticket at Bologna Centrale. We talked a bit. I told her that I had a flight to Paris soon. And she answered that she did her Erasmus there.
Soon after entering the train she gave me this paper with recommendations what to see in Paris written on it. I appreciate people like her and I love trains for the moments like this ^^

რკინიგზის სადგურისკენ ვაპირებ დაბრუნებას. ვხედავ, პოლიცია გზებს კეტავს. შორიდან მიტინგის შეძახილები ისმის. უზარმაზარ პლაკატზე ფემინისტური სიმბოლიკის ცნობა არ გამჭირვებია. 25 ნოემბერს ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსგავსი სიდიდის მანიფესტაცია კარგა ხანია არ მახსოვს. სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები, მუსიკოსები -დასარტყამი თუ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებით, მოხუცი ქალები თუ მამაკაცები, შუახნის ხალხი, სტუდენტებიImage, ყველანი მონაწილეობდნენ ჩემთვის ჯერჯერობით ყველაზე დიდ ფემინისტურ მანიფესტაციაში. ერთ 25 წლამდე ასაკის გოგონასთან საუბარი გავაბი. ქალთა პრგანიზაციები ძლიერია ჩვენთანო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონია არც ისე დიდი ქალაქია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია ჩატარდა. თანამოსაუბრემ რამდენიმე კითხვაც დამისვა საქართველოზე – ეჭვობდა, რომ საქართველო ისლამური ქვეყანააო.

ცოტა არ იყოს შემშურდა. რაც თავი მახსოვს, ჩვენში ქალის უფლებები 8 მარტს ყვავილების ქალთათვის ჩუქება ჰგონია ბევრს. ამ დროს, ბევრი ქალს როგორც ნივთს ისე უყურებს.

მანიფესტაციიდან აეროპორტში ამოვყავი თავი. ბოლონიის აეროპორტმა კიევის ბორისპოლი გამახსენა. კომპიუტერისათვის ‘შტეფსელის’ პოვნას ორ საათს ვანდომებ. თვითმფრინავის გაფრენამდე 9 საათი მრჩება, დრო როგორღაც უნდა გავიყვანო. დაძინებაც ვცადე. ერთ საათში ახლოს ხმაური შემომესმა. ნიგერიელ ქალს უამრავი ჩემოდანი ჰქონდა. დაახლოებით 4 საათი დახარჯა ტანსაცმელების გადალაგება-გადმოლაგებაზე. შუა ლაგებისას ჩემოდნის წინა ჯიბიდან ჩაის პაკეტებიც გადმოუვარდა. მის გვერდით კუბელი ქალი იჯდა. ინგლისური კარგად არ იცოდა, ამიტომ ხან ესპანურად მელაპარაკებოდა, მე -ინგლისურად და ერთმანეთს ასე ვაგებინებდით. ძალიან თბილი და ცოცხალი ქალი იყო, აი, ჭეშმარიტი ლათინოამერიკელი.

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, გადაქანცული ჩავფრინდი ბოვეში, იქედან ავტობუსით ჩავედი პარიზში. თუმცა ყველაზე რთული მაინც პარიზის მეტროს გაგება იყო.Image 10 წუთს ვუყურებდი მეტროს რუკას, ვერაფერი გავიგე. პარიზის მეტროს 300-ზე მეტი გაჩერება აქვს.Image

როგორღაც მონმარტრში ჰოსტელამდე მივაღწიე. მსგავსი დანაგვიანებული ქალაქი მეორე არ მინახავს. ქუთაისის ყველაზე ხალხმრავალი უბანიც კი, ზაფხულის ქარისგან ჰაერში მოფრიალე ცელოფნებით უფრო სუფთაა, ვიდრე – პარიზი.

საკრე კერში ერთ გოგონას ფოტოს გადაღებას ვთხოვ. მეორე დღეს იგივე გოგო თავის მეგობართან ერთად ვნახე პერ ლაშეზზე. ამჯერად, თავად მთხოვა ოსკარ უაილდის საფლავის გზა მიმესწავლებინა. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ის ის იყო, ვინც ფოტო გადამიღო წინა დღით. სამივე კარგ ხასიათზე დაგვაყენა იმის კიდევ ერთხელ გაფიქრებამ, თუ რა პატარაა საყარო. პიაფის საფლავიც მოვინახულეთ ერთად. ორივენი ჩემს ფავორიტ ამერიკულ ქალაქში, ბოსტონში ცხოვრობენ. საუბრის უმეტესი ნაწილიც ბოსტონს მიეძღვნა. ნომერიც მომცეს, ბოსტონში თუ ჩავალ, ყოველი შემთხვევისთვის. მოდილიანის საფლავთან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მოგზაურობა მსგავსი შემთხვევითი ხალხისთვის და საუბრებისთვის მიყვარს. ამ დროს უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე – რამდენიმე წიგნის კითხვით.

ყველაზე ბოლოსთვის ბურდიოს საფლავი მოვიტოვე მოსანახულებლად. ვერაფრით მივაგენი. ერთი ფრანგი ქალი დამეხმარა, აღმოჩნდა, პერ ლაშეზის გიდი ყოფილა. გაუკვირდა, საქართველოში ბურდიოზე საიდან გსმენიაო. ვუხსნი, რომ ჩემს ფაკულტეტზე ბევრ სხვა მოაზროვნესთან ერთდ ბურდიოსაც ვსწავლობთ. ცოტა ჩამობნელდა. ვიღაც კაცმა ამ გიდს გამარჯობა უთხრა და 28-ე სექტორისკენ გაემართა. ამ ქალმაც გამაფრთხილა, მაქეთ ‘’ჰომოსექსუალისტები’’ დადიან, მოერიდეო. J აპრილში გეი-ქორწინების საწინააღმდეგო ყველა გამოსვლაშიც მიუღია მონაწილეობა. მისდა საბედნიეროდ, ამ ქალს პიაფის საფლავთან ლუდის მსმელი და ‘je ne regrette rien’’-ის მსმენელი გეი წყვილი არ შეუნიშნავს. J

პერ ლაშეზზე ლამის შემომაღამდა.Image

ნოტრ-დამს მეტროდან ამოსულმა, ძლივს მივაგენი. ჩემი ‘’რუკა არ იკითხება’’ და ბევრ თავსატეხს მიქმნის. მაღაზიაში შევდივარ და საფოსტო მარკებს ვყიდულობ. უფრო იმიტომ, რომ რამის უყიდველად შეკითხვის მერიდება. თან, აქაურები წაუსნობებენ ხოლმე.

ნოტრ-დამით არ აღვფრთოვანებულვარ. იტალიაში ბევრად ლამაზი და შთამბეჭდავი ეკლესიები მეგულება. მოგვიანებით, ისევ გამოვდივარ სენ-ჟერმენზე სასეირნოდ.

ყველა რეკომენდაციით, პარიზის შესაგრძნობად მის ImageImageქუჩებში სეირნობაა საჭირო. შორიდან ეიფელის წვეტს მოვკარი თვალი. წინა ღამისგან განსხვავებით განათებული იყო და მეორედაც წავედი სანახავად. აქამდე რომ გეკითხა ჩემთვის, ეიფელის კოშკი უბრალო რკინის კონსტრუქცია იყო და სხვა არაფერი. მერე, როცა მის დანახვაზე გულისცემა გამიხშირდა, მივხვდი, რომ მასში არის რაღაც მიმზიდველიც.

სენ-მიშელზე უცნობი წყვილი მაჩერებს და ერთ-ერთი კაფისაკენ გზას მეკითხება. ლაპარაკს შევყევით და ფრანგული სამზარეულოდან დაწყებული აგვისტოს ომის ჩათვლით, უამრავ რამეზე ვისაუბრეთ. პერუელი ქალი და ასტურიელი ქმარი საკმაოდ გათვიცნობიერებული აღმოჩნდნენ საქართველოს შესახებ. თუმცა, საიდან ვიყავი, ათ ცდაშიც ვერ გამოიცნეს.

ბოლოსწინა საღამო მთლიანად Musee d’Orsay-ს ვუძღვნი. ImageImageსაუბედუროდ, დათვალიერებას ქვემოდან ვიწყებ და მეხუთე სართულზე ასვლა ვერ ვასწრებ. არადა, იმპრესიონისტების ნახატები თითქმის სულ მეხუთე სართულზეა გამოფენილი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მეორედაც დავბრუნდები. რაც  მთავარია, – სტუდენტის სტატუსით.

შანზ-ელიზეს საშობაო ბაზრობაზე ერთ რუსსაც ვაწყდები. მის დახლზე მატრიოშკები და საბჭოთა სიმბოლიკა დომინირებს. ერთ-ერთი მაისურიდან სტალინიც შემომცქერის რუზველტთან და ჩერჩილთან ერთად.

შანზ-ელიზე ისე ცუდადაა განათებული, აქაურობა ღარიბი ქვეყნის დედაქალაქი გეგონება. პარიზის და ვენის ყველა ქუჩაზე უკეთ რუსთაველია განათებული.

პარიზში პირველ გასეირნებას პანთეონით ვამთავრებ, რუსოს, ვოლტერის, დიუმას საფლავები მოვინახულე. გენტისკენ მიმავალ ავტობუსს ძლივს ვუსწრებ. გენტამდე თურქი სტუდენტი დამემგზავრა. პარიზში არქიტექტურას სწავლობს. წესით ბევრად ლიბერალური უნდა იყოს, მაგრამ საუბრისას ვხვდები, რომ საკმაოდ ქსენოფობიური განწყობილებისაა. წუხდა, სომხების გენოციდს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღიარებსო, ამერიკელები ყველაზე სულელი ხალხიაო, კიდევ უამრავი. ტრაბზონში ცხოვრობს და ბათუმშიც ჩამოვდივარ ხოლმეო.

თავიდან ვიფიქრე საკონტაქტო ინფორმაცია გამეცვალა, მერე უამრავი ქსენოფობიური გამოხდომის შემდეგ, მივხვდი, რომ კიდევ ერთი ქსენოფობი ნაცნობი, არ მჭირდება.

ბელგიამ ჩემ მოლოდინებს გადააჭარბა. თუმცა, ამაზე ალბათ მოგვიანებით..

 

ო.კ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლუდი პაემანზე, ლუდი სწავლისას, ლუდი ლექციამდე – თავისუფლების ხეივნის ჩანაწერები

 

 

უნივერსიტეტში სწავლის პირველივე სემესტრიდან ვიცოდი რა იყო ამ მოკლევადიან პერიოდში ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი – გაცვლითზე წასვლა.

პირველივე წინადადებაში ზედმეტი თავდაჯერებულობით არ მინდა თავი შეგაბეზროთ. ”დავგეგმე, განვახორციელე, გავიმარჯვე” ფორმულა მთლად კარგადაც არ ასახავს სურათს.

მას შემდეგ, რაც სიზარმაცის მორიგმა შემოტევამ გამოცდები იქამდე გადამავადებინა, რომ ვერ მოვახერხე ერასმუსის რამდენიმე პროგრამაზე აპლიკაციის შეტანაც კი, ვარჩიე საკმაოდ არასახარბიელო მეთოდი ამისთვის – თსუს ბილატერალური (უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული პარტნიორობის შედეგად) გაცვლითი პროგრამა, თავისი მინიმალისტური სტიპენდიით. არ იფიქროთ ”უმადური” ვიყო, პირიქით, მოხარული ვარ. უბრალოდ სინდისი სულ მცირედ მაინც შემაწუხებდა, მრავალი სტუდენტის და მათ შორის ჩემს ტანჯვანარევ გამოცდილებაზე უნივერსიტეტის ბიუროკრატიულ სისტემასთან ოდნავ მაინც არ მიმენიშნებინა.

მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ დავძელით გამოწვევები და რჩეული ქვეყნებისა და უნივერსიტეტებისკენ გავემგზავრეთ კიდევაც.

მე ლიტვა ავარჩიე. რატომ? ეს შეკითხვები ადგილობრივ ESN (Erasmus Student Network)-ელებსაც მრავლად ჰქონდათ.

ჩემთვის ლიტვა წარმოადგენდა გზაჯვარედინს, გზაჯვარედინს ცენტრალურსა და ჩრდილოეთ ევროპას შორის. ამ ”სტრატეგიულმა გათვლამ” მოგზაურობის დროს კარგად იმუშავა. დამატებით, ლიტვისა და საქართველოს შორის არსებული ძმური დამოკიდებულება და ლიტველებისგან უაღრესად პოზიტიური დამოკიდებულება კიდევ ერთი მიმზიდავი ფაქტორი იყო. კიდევ? ულამაზესი, თითქმის ხელშეუხებელი ბუნება, ციხესიმაგრეები, თვით -ენაც კი.  დიახ, ენაც. მე, როგორც დილეტანტის დონეზე მოყვარულ ლინგვისტს, მაინტერესებდა როგორ იჟღერებდა ყველაზე კონსერვატიული ცოცხალი ინდოევროპული ენა, რომელიც საოცრად ჰგავს ლათინურს, სანსკრიტს და ძველბერძნულს, შეიძლება ცოტა იმედიც მქონდა, რაიმეს ვისწავლიდი ამ საკმაოდ რთული და არქაული ენიდან.

მოლოდინები, ზოგადად რომ ვთქვათ, გამიმართლდა. ჩასვლისას დამატებითი უპირატესობაც აღმოვაჩინე: სიიაფე, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო. მეტი პრაგმატიზმი მჭირდება.

ვიტაუტას მაგნუს(ის) უნივერსიტეტი, რომელიც იყოჩემი სამიზნე უნივერსიტეტი, მდებარეობს კაუნასში, ლიტვის ”გულში” და სიდიდით მეორე ქალაქში. კაუნასი ერთი პერიოდი, პოლონეთის მიერ ვილნიუსის ფლობის განმავლობაში დედაქალაქიც იყო, რა ეპიზოდიც ძალაუნებურად ქართული ისტორიის ფრაგმენტებსაც მოგვაგონებს.

ქალაქი ძალიან იდილიური და ლამაზია, მისი რაიმე სხვა მახასიათებელი რომ არ აღვნიშნო, მისი თავისუფლების ხეივანი (laisves aleja), ყოველი ჩავლისას ესთეტიურ სიამოვნებას იძლეოდა, ისევე როგორც , არქიტექტურა და შოკისმომგვრელი ეკოლოგიური სისუფთავე. მიუხედავად ამისა, ‘’კულტურული შოკი’’, როგორც ასეთი, არ განმიცდია, რადგან მაინც ბევრი პარალელის გავლება შევძელი საერთო (არცთუ ისე სახარბიელო) წარსულიდან გამომდინარე.

ლიტველი სტუდენტები და მენტორები უშუალოები იყვნენ და უმეტესობას იოლად დავუმეგობრდით. რა თქმა უნდა სხვა ეროვნების სტუდენტებსაც. მულტიკულტურალური საზოგადოება ყველა გაცვლითის დამახასიათებელი სასიამოვნო მოულოდნელობით აღსავსე შტრიხია. დავუმეგობრდი ბევრ საინტერესო პიროვნებას ისეთი ფართო სპექტრიდან, როგორიცაა კორეელებიდან ლატვიელებამდე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ერთმა კორეელმა გოგონამ, ჰერიმმა ცნობისმოყვარეობის,  ჩემი ქართველი მეგობრებისა და ჩემი მცდელობების შედეგად ქართულად არა მარტო მრავალი სიტყვა ისწავლა და გამოთქვა, არამედ თავის სამსუნგ გალაქსიზე ქართულ ასოებსაც უზადოდ ხაზავდა. ასევე აღსანიშნავი და ძალიან მოულოდნელი იყო ლიტველი გოგონას, ვიქტორიას სურვილი, ესწავლა ქართული ენა და გაეგო საქართველოზე რაც შეიძლება მეტი, რომლის ღრმა ინტერესი, ჩემს ჩასვლამდე კარგა ხანია ჰქონდა.

ამის შედეგად განცვიფრებული, სწავლის, მოგზაურობის და გართობის პარალელურად, მოვახერხე გავმდარიყავი ქართული ენის მასწავლებელიც. რამდენიმე თვის განმავლობაში ორმხრივი დაუშურებელი მცდელობების შედეგად მივაღწიეთ ჩემთვის, როგორც არაპროფესიონალისთვის საამაყო შედეგს. ეს გოგონა, საზრიანობის გარდა იმდენად მოტივირებული და მონდომებული აღმოჩნდა, რომ შემდეგი სემესტრისათვის საქართველოში ჩამოდის გაცვლითი  პროგრამით.

გართობის მხრივ დიდი ინტერესის საგანს სტუდენტებისთვის, მათ შორის ჩემთვის, წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი პაბები, რომლებიც საუცხოო ლუდს გვთაზობდნენ. ახლაც კი მენატრება ლიტვური ლუდი Švyturys (ყველა გამიგებს, ვისაც გაუსინჯავს), რომლის სახელწოდების გამოთქმა მე, ლიტვური ენის აქცენტირების სისტემისადმი სრულიად უგუნურმა, ვერასგზით ვერ ”დავამუღამე”‘. სამაგიეროდ, წარმატებულად მოვახერხე მისი უზომო რაოდენობით სმა. ლუდი, არამარტო ზემოხსენებული, რომელიც ისედაც ყოველთვის მიყვარდა, იმ პერიოდში უკვე ცხოვრების წესად მექცა. ლუდი მეცადინეობისას, ლუდი ლექციის წინ, ლუდი კომპიუტერის წინ ჯდომისას, ლუდი პაემანზე, ლუდი პაბში, ლუდი დორმში, ლუდი, ლუდი, ლუდი.

ხარისხიანი, იაფი ლუდი მენატრება და მომენატრება და ალბათ სანამ ევროპას არ დავუბრუნდები, ეს იქნება ჩემი მძიმე ხვედრი.

რა არის გაცვლითის სტუდენტობა თუ არა მოგზაურობა, იკითხავთ თქვენ. ძნელია შეგედავოთ.

მას შემდეგ რაც ვეწვიე ციხესიმაგრე Trakai-ს (მშვენიერი ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ესდა Trakų gatvė კარგა ხანი ღადავის ობიექტი იყო ქართველებს შორის)და ვილნიუსს, და გადავიღე უზომო რაოდენობის ფოტო (რომელთა რაოდენობაც თანდათანობით იმდენი გახდა, ფბ-ზე ატვირთვაც კი დამეზარა), სხვა ქვეყნების ჯერიცდადგა. ESN-ს ორგანიზებულ შემდეგ ექსკურსიაზე გაცვლითის სტუდენტები ვეწვიეთ რიგას. riga ეს ქალაქი უძალიანესად მომეწონა, თავისი უმრავალფეროვანესი და მეტწილად შენარჩუნებული არქიტექტურით, რომელიც ცხადი მოწმეა ლატვიის დატვირთული ისტორიისა და უცხოური გავლენებისა. მოდი ბანალურად აღარ მივყვები მოვლენებს თავისი დეტალებით და გამოვყოფ მხოლოდ გამორჩეულს.

რა არ დამავიწყდება მოგზაურობებიდან? არ დამავიწყდება როგორ ჩავიცვი ახალთახალი და ყველაზე თბილი ფეხსაცმელი ვარშავაში წასვლისას და როგორ მომენტალურად გამისველდა ის. ამ ძვირფასი ფეხსაცმლით არა მარტო ვარშავა, არამედ ბერლინიც მოვიარე, რადგან.. სხვა ალტერნატივა არ მქონდა. ახლაც კარგად მახსოვს როგორ უხერხულად ვგრძნობდი თავს ბერლინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ჭყლოპინ-ჭყლოპინით რომ მოვიარე. შეცდომებზე ვსწავლობთ, მართალია. მაგრამ შეცდომაცაა და შეცდომაც. demna

აგრეთვე არ დამავიწყდება , როგორ გამაცნო რუმინელმა მეგობარმა, ასევე გაცვლითის სტუდენტმა, ქართველი გოგონა, რომელიც ესტონეთში სწავლობდა (პირველი შემთხვევა, როცა უცხოელმა ქართველი გამაცნო) და როგორ ვიმოგზაურეთ ერთად ტალინსა და ოსლოში. არ დამავიწყდება ის ძალიან დიდი სიკეთე, რომელიც ოსლოში მყოფმა მეგობარმა გამოიჩინა და დაგვაბინავა. აგრეთვე, არ დამავიწყდება ნორვეგიული ფასები, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ წყლის ერთი პატარა ბოთლი შევიძინე.

საბოლოოდ, ძნელია დავივიწყო ის აღმაფრენა, რაც ყოველ მოგზაურობას სდევდა თან, იქნებოდა ეს ვილნიუსი თუ რომი, ოსლო თუ ბერლინი. შემიძლია ვთქვა, რომ გაცვლითის სტუდენტობა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც მქონია. რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტი გინდაო, ნათქვამია. მართალია, ხარბი ვარ და მინდა ეს გამოცდილება, სულ მცირე, გავიმეორო მაინც, ამიტომაც ამჯერად ერასმუსის გაცვლითზე მაქვს შეტანილი აპლიკაციები.
გაქვთ მსგავსი სურვილები? სცადეთ და გამოგივათ!

 

დემნა ჯანელიძე

Image

ვილნიუსი, ლიტვა.

Tags

, , ,

ვინმეს რომ ეთქვა, მაღლივის ბიბლიოთეკის შენობა სასიამოვნო მოგონებებს იწვევს ჩემშიო, არ დავუჯერებდი კიარა, წარბის აწევით შევხედავდი და დანანებით ჩავილაპარაკებდი „არადა კარგი ბავშვია“- მეთქი. არადა… ზუსტად მაგ მაღლივის ბიბლიოთეკის შენობაში ახლადგამოცდადაწერილს დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ „იქ“ მივდიოდი. ეს ნანატრი „იქ“ – ლიტვა იყო, ვილნიუსი.

IMG_0995თუ შეიძლება რამე უნახავად გიყვარდეს, აეგ ურთიერთობა გვქონდა მე და ვილნიუსს. ვიცოდი, ისეთი ამბები გადამხდებოდა თავს, ბუხრის წინ, წლების მერე, შვილიშვილებს რომ მოვუყვებოდი. თავგადასავალი თბილისის აეროპორტშივე დაიწყო, აი მაშინ, 10 საათით რომ გადაიდო ფრენა. ქართული მხარის „საოცარ ოპერატიულობაზე“ და „პასუხისმგებლობის გრძნობაზე“ არაფერს ვიტყვი, უჩემოდაც მოგეხსენებათ. მაშინაც მწარე იყო და არც ახლა მახსენდება ტკბილად.

IMG_1660IMG_0362
ვილნიუსი როგორი ქალაქია?! აი, ისეთი, ახალჩასულზეც რომ გგონია, სულ იქ ცხოვრობდი. პატარა ქვაფენილიანი ქუჩები ლამაზი, ძველებური შენობებით. ბაღები, ტაძრები, ვილნიუსის უნივერსიტეტი,  მდინარე, სანაპირო, ტყე სტუდენტების საერთო საცხოვრებლის ირგვლივ, ბიბლიოთეკა (ისეთი მაგარი ბიბლიოთეკა, ცალკე აღნიშვნის ღირსი რომაა). ყველგან სისუფთავეა, მიუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერი ურნები შეიძლება საერთოდაც არ შეგხვდეთ შორიახლოს. ავტომობილები რომ ქუჩაზე გადასვლისას გზას გითმობენ და მოსახლეობის უმეტესობა  ველოსიპედით მოძრაობს, თურმე საოცრად კარგი შეგრძნება ყოფილა ;). ქუჩაში კიდევ რას არ შეხვდები – ინდოელების სადღესასწაულო პროცესიით დაწყებული, ქართული „ამ საღამოს რას აკეთებ-ით“ დამთავრებული.

IMG_4976

IMG_66131483301_701951639828994_1603677557_n

IMG_0555უჟუპისის რესპუბლიკაზე, დარწმუნებული ვარ, ცოტას გსმენიათ. ვილნიუსში თუ მოხვდებით, იქ აუცილებლად შეიარეთ. მხატვრების და ხელოვნების მოღვაწეთა რესპუბლიკაა. საზღვრის გადასალახავად დაგჭირდებათ ღიმილი და სპეციალური პასპორტი – წიგნი. უჟუპისი სავსეა გალერეებით, კაფეებით, ზედ ქუჩაში გამოფენილი ნახატებით და სკულპტურებით (სხვათაშორის, ქართველი ლევან ბუჯიაშვილის ნამუშევრებსაც წააწყდებით), მოხატული კედლებით, მარტო უჟუპისის სიმბოლო ანგელოზი ან დროშა რად ღირს.  ყველა ქანდაკებას და კუთხეს თავისი ისტორია აქვს და თუ დაინტერესდებით ისე ჩაგითრევთ, მთელ დღეს უჟუპისის დეტალურ დათვალიერებაში გაატარებთ. უჟუპისის კონსტიტუციასთან (ისეთი კონსტიტუციაა დილა-საღამოს რომ ვიკითხოთ ყველამ, იქნებ ცოტათი მაინც ეშველოს „სიბნელეს“) ფოტოს გადაღება დაუწერელი კანონია (თან გიხარია, კედელზე გაკრულ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნებს შორის ქართული თარგმანიც რომ კიდია).

IMG_0419IMG_0440

 

SONY DSCმართალია, არც დიდი მთავარი გედიმინასია ჩვენებური გორგასალი, არც ტრაკაია თბილისი და არც ლიტველი მიმინო გაკიდებია ხოხობს, მაგრამ ლეგენდის თანახმად გედიმინასსაც ნადირობის დროს უნახავს ეს ადგილი და ციხესიმაგრის აშენებაც გადაუწყვეტია. ტრაკაიმდე გზა ჯერ ჰობიტების მინდვრებს გავს, მერე დიდი და ძალიან ლამაზი ტბა გამოჩნდება და ტბის შუაგულში აშენებულ სასახლესაც დაინახავთ. ტბის ნაპირას დიდ საპნის ბუშტებს გაბერავთ (პატარაობიდან ვოცნებობდი ამაზე), სასახლის დათვალიერების მერე ნავითაც შემოუვლით გარს და უკანა გზაზე თუ გაგიმართლათ ნაპირზე ჩაძინებულ გედებსაც გადაუღებთ რამდენიმე ფოტოს.

IMG_0834IMG_0813

შვილიშვილებისთვის ამბის მოყოლას მაინც ვილნიუსის შემოდგომით დავიწყებდი. მოვუყვებოდი როგორ უნდა იჯდე ბალახზე ხის ძირას, როგორ უნდა გეყრებოდეს ყვითელი ფოთლები, იყოს ქარი, უსმენდე საყვარელ სიმღერებს და გრძნობდე, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო.

IMG_16471375841_654488507908641_935638950_n

“ვილნიუსში ყველაფერიაო” წასვლის წინ მითხრა ერთმა ძალიან კარგმა გოგომ და მართლა ყველაფერი ვიპოვე – ეული ნედ სტარკი უნივერსიტეტის ეზოში ხეზე, ჩემი ტარდისიც, ცეცხლის ღმერთიც და ისეთი ადგილიც “სევდიან ფიქრთ გასართველად” აუცილებლად რომ უნდა წახვიდე – ნიდა.

IMG_1357IMG_1335

ყველაზე კარგი, გაცვლით პროგრამაში კი, მაინც ისაა, უამრავ ახალ ადამიანთან რომ გიწევს ურთიერთობა. ყველაზე კარგად ასეთ სიტუაციაში ხედავ, რომ მართლმორწმუნე რუსზე მეტი საერთო შეიძლება მუსულმან ლიბანელთან გაქვს, რომ შეიძლება ლიტველს ქართველი შეუყვარდეს და ამ ევროპელმა ქართველობა არ წაართვას, მონღოლი ჩინელი, ბელორუსი, პოლონელი, იორდანიელი, სირიელი, თურქი, უკრაინელი, ესპანელი განსხვავებული დაბადების ადგილის მიუხედავად ერთნაირები იყოთ, მშვიდად ცხოვრობდეთ ერთ სართულზე და სადილის მომზადებისას დაკლებული ერთი თავი ხახვიც კი თხოვოთ.

და ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა – 3 სექტემბერს სწავლა დაიწყო. არ წარმოიდგინოთ თსუს პირველ კორპუსში მაღალ ქუსლებზე „შემხტარი“ საბანკეტოდ გამოწყობილი გოგოები, არც ტყავის კურტკიან-კოსტუმიანი ბიჭები, არც რექტორთან ტრადიციული საპირველსექტემბრო შეხვედრა, არც აუცილებლად რესტორანში დალევით დამთავრებული „პირველი სასწავლო დღე“ და არც „გაცდება კაცო, პირველ დღეს ვინ ატარებს ლექციას, გიჟი ხომ არ ხარ“. წარმოიდგინეთ გრძელი ქუჩა (მაგალითად, რუსთაველი) და ძალიან ბევრი სტუდენტი სირბილით, ყვირილამდე მისული შეძახილებით და გამაყრუებელი სტვენა-სიმღერით.

IMG_0488უფრო კარგად რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ სწავლის დაწყება აქ ქალაქის დღესასწაულია, სტუდენტები და პროფესორები წინასწარ ემზადებიან. ფაკულტეტების მიხედვით მზადდება პლატაკები, საზეიმო შეძახილები, სიმღერები, პატარა თეატრალური წარმოდგენები. მერე განაწილდებიან ამ გრძელ ქუჩაზე, ყველა ფაკულტეტს წინ დეკანი და პროფესორები მიუძღვიან, უკან სტუდენტები შეძახილებით, სირბილით, სიმღერით, სიგიჟით. პროცესია უნივერსიტეტის ეზოში მთავრდება. მერე რა, რომ ქარია, ცივა და წვიმს. ხალხი ფანჯრებიდან იყურება, ყველა იღიმის, გამვლელები სტუდენტებს უერთდებიან, ერთად მღერიან, მირბიან და სწავლის დაწყებაც მგონი გულწრფელად უხარიათ. რამდენად შესაძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, წვიმიან ამინდში ლიტველებთან ერთად რომ დარბიხარ და შენთვის გაუგებარ ენაზე რაღაცებს რომ მღერი, არ ვიცი, მაგრამ ქალაქს რომ ასეთი დღესასწაულები უნდა ჰქონდეს, მაგაში დარწმუნებული ვარ.

IMG_0526IMG_0525

 

IMG_0523IMG_0519

 

ძალიან შევეცადე, ისე მოკლედ მომეყოლა, ბოლომდე ჩაკითხვა რომ არ დაგზარებოდათ, გასაზიარებელი ემოცია და დასაწერი ამბავი კიდევ ბევრი გადამხდა (შვილიშვილებისთვის ბუხრის წინ ორგვერდიან პოსტზე მეტი მოსაყოლი მაქვს), უბრალოდ, მიზანი ის იყო, გაცვლითი პროგრამისთვის მინიმუმ საბუთების შეგროვება რომ აღარ დაგეზაროთ და მაქსიმუმ ჩამოსულზე ერთი ასეთი პოსტი თქვენც დაწეროთ.

პ.ს. ლიტვაში წამსვლელებს ვეტყოდი, რომ როგორ ძალიან გაგიმართლათ ჩასვლის მერე მიხვდებით, მერე რა, რომ უსაშველოდ ცივი ზამთრები იცის.

პ.პ.ს. ლიტველები ესეთები არიან

 

ანა ხუფენია

2013 წლის საუკეთესო ნაწილი

Tags

, , , , ,

2013 წელს ყველაზე, ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ ვიმოგზაურე! მქონდა ბედნიერება მენახა ვენა, ბუდაპეშტი, სლოვაკეთის მთები და ბარები, გამეცნო უამრავი ადამიანი და თავი ძალიან, ძალიან ბედნიერად მეგრძნო!

საუკეთესო მომენტების სათავეში კლასიკური მუსიკის ფონზე ვენით ტკბობაა. სიწყნარე, სითბო, ულამაზესი შენობები, ქუჩები, ბაღები, სასახლეები, მუზეუმები, ყვავილები, ღიმილიანი სახეები და ვენური ვალსები. 🙂

DSCN2260 ვენაბელვედერე, ვენა

დილით იმ შეგრძნებით გაღვიძება, რომ რაღაც ახალი უნდა ნახო და ძალიან მაგარი დღე გელის! ძალიან სუფთაა ვენა, ლამაზი, კარგად დაგეგმარებული და წყნარი. მოკლედ, ნამდვილი ქალაქია და არა ქალაქის უნიჭო იმიტაცია, რომელშიც ვცხოვრობთ. სიამოვნებით შეგიძლია იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც.

მეტროში საერთოდ ვერ გრძნობ ხმაურს და არც ქანაობ. ჰო, სტუდენტური ბარათები აუცილებლად წაიღეთ თუ გაგაჩნიათ.  აქაურობისგან განსხვავებით, იქ ნამდვილად მიიღებთ ფასდაკლებებს მუზეუმებში და ალბათ სხვა ადგილებშიც.  DSCN3051

ვენა არ მთავრდება. ნებისმიერ ადგილას შეიძლება ისეთი ლამაზი ბაღი აღმოაჩინო, რომ ადგომა აღარ მოგინდეს, გვერდით ისეთ შენობას დაინახავ, რომ ფოტოაპარატის ელემენტებს დასვამ, მერე მუსიკის ხმა შემოგესმება და სკამების წყებასაც დაინახავ, რადგან საღამოს რომელიღაც ფესტივალი იხსნება, ცხენების ფლოქვების ხმაზე გზა უნდა გაათავისუფლო, ოღონდ ტროტუარზეც სიფრთხილეა საჭირო – ველოსიპედის ტრასები აქტიურად გამოიყენება. იმდენად ადამიანური, ნამდვილი ქალაქია, რომ ვენელებს არ გაუკვირდებათ აეროპორტში, წამოსვლისას თუ გეტირება.

გაითვალისწინეთ- კვირაობით ვენაში ყველა მაღაზია დაკეტილია (ადამიანები ისვენებენ ხოლმე კვირას) და საყიდლების გარეშე არ დარჩეთ 🙂 წამოსაღები ბევრია!

ბუდაპეშტში შემთხვევით ეროვნულ დღესასწაულზე ჩავედი. ეს ყველაზე მაგარი რამეა რაც შეიძლება შემთხვევით დამმართნოდა. ადექი და იარე წაღმა-უკუღმა ბუდასა და პეშტს შორის, დააგემოვნე ადგილობრივი ფუნთუშები და არც ღირსშესანიშნაობები გამოტოვო.  ბუდა + პეშტი

აძვერი ბუდას სასახლესთან, მერე პეშტში ისეირნე, მდინარესაც დაუყევი გემით (რომელიც ჩვეულებრივი საზ. ტრანსპორტია და გაჩერებაზე უნდა დაელოდოთ :)) ისეირნე მარტომ და დიდხანს, სანამ ფეხები არ აგიჯანყდება. აქაც იგივე – დიდებული არქიტექტურა, მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალაქი! კლასიკას + გართობა = ბუდაპეშტს. ბუდაპეშტიფასები საკმაოდ დაბალია, ვენისგან განსხვავებით, დიდად ისიამოვნებთ.

DSCN0213   Budapest - ბუდაპეშტიშეიძლება პსაის ევროპულ ელტერნატივასაც გადააწყდეთ ჩემსავით და “განგნამ სტაილი” ერთად იცეკვოთ :)) ჰო, მოემზადეთ იმისთვის, რომ საფულე გაგიფუჭდებათ. მოგიწევთ ათასობით ფორინტის თრევა. ჩვენთან თუ 100 თეთრი 1 ლარია, იქ 1 ფორინტით იწყება და რამდენით მთავრდება აღარ ვიცი. თუ სწორად მახსოვს, 3000 სადღაც 10 ევროს ფარგლებშია. არ ითვალოთ ევროები ლარზე, თორემ ვერაფერს იყიდით დ ხასიათი გაგიფუჭდებათ. შეხედეთ ევროს, როგორც ლარს და მიხვდებით რამდენად იაფია ყველაფერი (ხარისხთან შედარებით) ვიდრე ჩვენთან. აუცილებლად, აუცილებლად და აუცილებლად იყიდეთ Túró Rudi – ეს უუგემრიელესი ტკბილეულობა. ისეთი გემრიელია, რომ ჭამის დროს მარტო იმაზე ფიქრობ რამდენი Túró Rudi მოგივა დარჩენილი ფულით და რა ბედნიერება იქნებოდა ეს გემო სამუდამოდ რომ გრძელდებოდეს 🙂 იაფია (თუმცა, ეგ რა მოსატანია:) ) და ასე გამოიყურებაturo rudi

ბრატისლავა ცოტათი თბილისს გავს. ცენტრის გარეთ ყველაფერი თბილისივითაა, დიდი არაფერი ანუ. მაგრამ, ცენტრი და ძველი უბნები ძალიან, ძალიან ლამაზია.  ცენტრის დათვალიერება 10 წუთშია შესაძლებელია, ლესელიძის მაშტაბებისაა. მაგრამ, თბილისისგან განსხვავებით, ბრატისლავაში შეგიძლია გართობით თავი მოიკლა. სტუდენტებისთვის იდეალური და იაფი ადგილია. DSCN1096 DSCN1169 ბრატისლავა

სლოვაკეთის აღმოსავლეთი ნაწილი გაცილებით ლამაზია. ბუნება რაჭას მაგონებდა 🙂 ციხეები და სასახლეები საკმაოდ მოკრძალებულია, ქვებით და თეთრი კედლებით, მაგრამ, ბუნებით დატკბობა თამამად შეგიძლიათ და “ჰალუშკიც” აუცილებლად უნდა გასინჯოთ. იყიდეთ შოკოლადი “სტუდენტკა” 🙂 (ასე უნდა ერქვას თუ სწორად მახსოვს). ღვინოებიც უგემრიელესი აქვთ!

ენა რუსულს გავს საკმაოდ, ასე რომ, როცა პირველ დღეს გზის გაგნება დამჭირდა, ვიღაც ქალს რუსულად ველაპარაკებოდი, ის სლოვაკურად მელაპარაკებოდა და ერთმანეთსაც გავუგეთ 🙂

ძალიან კარგი სავაჭრო ცენტრებია ბრატისლავაში და შეგიძლიათ ეწვიოთ.

ვენამდე სულ 1 საათის სავალია და 2 გზის ბილეთს თუ იყიდით, სულ 13 ევროში ჩაეტევით.

აი, ასეთი იყო წლის საუკეთესო ხანა 🙂

 

ანა ფცქიალაძე

Eat, Pray & Drink Beer –

My name is Juraj and I live in Slovakia.

Slovakia is a small country, with a population of about 5 million people.
Geographically it is in the heart of Europe, however politically and according to history it is considered Eastern Europe. You wonder what Slovakia is all about? Well, imagine a nation of 5 million people, spread out across a land of mountains, caves and ancient ruins, and in every part and corner of it, locals speak different dialects, if not completely different Slavic languages. That’s Slovakia. The Ukranian and Russian communities live predominantly in the Northeastern Slovakia, and so when I visit that region I need to break out the dictionary. Travelling along the northern border you will find a lot of Polish communities as well as many different Roma communities scattered around the country, and around the southern border you can find many Hungarian communities, mostly because Slovakia used to be part of the Hungarian Empire for many years, and somehow the border is still very fluid in the minds of locals. The Western edge of Slovakia speaks in a dialect that can only be described as a mixture of general Slovak and general Czech language, with a slight influence of German that still lingers from the mining years and World War II. So, If you have been studying Slovak and were looking forward to put your Slovak to work, I’m afraid you may be disappointed in most regions, as you might not understand one word. Except, of course, for Bratislava, our nation’s capitol. So how can you tell apart a true real Slovak person amongst all the eastern European mixtures inhabiting Slovakia, and the different dialects and multiple accents of our citizens? What is the sign of a true Slovak? Easy. Everyone who drinks “borovička” with beer is definitely Slovak. And in case you were wondering, my last name is Hungarian, I don’t drink “borovicka” with my beer, and to stay within the Slovak multicultural theme, I have family in western Germany and United States….

… however, I was born in Bratislava, the capital of Slovakia, …. well, back then it was still Czechoslovakia, but only a few months after I was born Czechoslovakia got divided into Slovakia and Czech republic, but don’t worry, the Slovaks and Czechs still love each other, and actually, our relationship with Czech people is very unique. Just to compare, look at Finland and Sweden, England and France, France and Spain, Belgium and France etc. I mean, these countries are not at war or anything, and they certainly don’t hate each other, but I don’t think I’m exaggerating when I say that there is a slight rivarly amongst them. But not us. We can proudly say we are brothers and sisters, and I’ll go even further and say that there is a slight feeling that a lot of us miss Czechoslovakia. We are family in almost everything, except one thing!……. Ice hockey. That’s when we are rivals.

I spent most of my life in the city with my family, and although they’re very conservative, they’re also very supportive in anything I decide to do. I was raised by my mother and my grandma. Grandma is an orthodox catholic which is pretty typical for grandmas in Slovakia, and overall as a nation, we are catholic. Even communists weren’t able to change that, and not for the lack of trying (for 40 years). At young age I had to go to church and had to take part in every compulsory ceremony as did everyone else, and after my confirmation I officially became independent and an adult catholic… and ironically enough, that was the point in my life when my “Christian way of life” had ended due to a phenomenon called “critical thinking”. Pretty common amongst young adults interested in politics and science. Speaking of science, I am a sophomore in Food Engineering at the Slovak Tech University.

Throughout the ESN organization I have met tons of new people from almost every European country, I gained lots of new friends, contacts and knowledge about different cultures, their cuisine or religion. I witnessed many funny arguments, like an Italian dude arguing with a French dude about who has better wine, I saw a Sicilian dude teaching Sicilian language to an Italian girl, I heard people from Catalan preaching about their independence, I found out that French girls are the most beautiful girls (next to Slovak girls, of course)…. Alright, that’s a bit subjective but anyway… I have seen Turkish girls screaming while enjoying their first pork meal, I learned that when a Finish dude buys 10 hectares of land in Laponia, he will build a sauna first, only then a house.

This is why I love Europe. We are all so different and still the same people. In Europe you have lots of countries with different cultures, religions and politics, everything is kind of chaotic and inside each country there are many more cultures and religions. We are also very close to each other. For instance Bratislava is only one hour drive away from Vienna, two hours away from Budapest or Brno, four hours away from Krakow, and five hours away from Munich. Five different countries, five different nations, all of them totally different worlds! You have Provence, Toscana, Andalucia, Venice, Barcelona, Rome, Paris, London, Prague, Alps, Scandinavia, Tatras, Transylvania etc. So many different places with different history and different nature. You can be Italian, Greek, Hungarian, Estonian, British, Spanish, and there is still going to be some kind of pride in you for being European. You don’t have to be a nationalist or a patriot. But I think when you will be abroad you will feel special that you came from the “old
continent” – Europe.      juraj

Eat, Pray & Drink beer

Tags

, , , , ,

ჩემი სახელია იურაი და ვცხოვრობ სლოვაკეთში.

სლოვაკეთი პატარა ქვეყანაა, სადაც 5 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს. გეოგრაფიულად იგი ევროპის გულში მდებარეობს, მაგრამ პოლიტიკურად და ისტორიულად აღმოსავლეთ ევროპადაა მიჩნეული. თქვენ ალბათ გაინტერესებთ თუ რა არის სლოვაკეთი. წარმოიდგინეთ 5 მილიონიანი ერი, მცხოვრები მთების გასწვრივ, რომლის ყველა კუთხეში მღვიმეები და ძველი ნანგრევები გვხვდება. ადგილობრივები საუბრობენ სხვადასხვა დიალექტზე, თუ მთლად განსხვავებულ სლავურ ენებზე არა. ესაა სლოვაკეთი. უკრაინული და რუსული თემები  მეტწილად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, ამდენად, როცა ამ რეგიონს ვსტუმრობ ლექსიკონის გადაშლა მიწევს. თუ ჩრდილოეთის საზღვრისკენ გასწევთ პოლონურ თემს შეხვდებით, ასევე, მთელ ქვეყანაში გადააწყდებით ბოშათა თემს, სამხრეთის საზღვრისკენ  უნგრელ ხალხს იპოვით, მეტწილად იმიტომაც, რომ სლოვაკეთი მრავალი წლის მანძილზე უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო და უმეტესად, ადგილობრივების წარმოდგენაში საზღვარი ჯერ კიდევ არაა ცხადი და ზუსტი. დასავლეთ სლოვაკეთში ლაპარაკობენ დიალექტზე, რომელიც შესაძლოა აღიწეროს, როგორც სლოვაკურის და ჩეხურის ნარევი, მცირედი გერმანული გავლენით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და სამთო მოპოვების პერიოდიდან მოყოლებული ჯერ კიდევ გრძელდება. ასე რომ, თუ თქვენ სწავლობდით სლოვაკურ ენას და გსურდათ მისი გამოყენება, ვშიშობ, ბევრ რეგიონში იმედი გაგიცრუვდებათ , რადგან შესაძლოა იქაურების ვერცერთი სიტყვა გაიგოთ. რა თქმა უნდა, ბრატისლავას გარდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქია.  მაშასადამე, როგორ შეგიძლიათ გამოარჩიოთ ნამდვილი სლოვაკი ყველა იმ აღმოსავლურ ევროპულ ნაზავთაგან, რომელიც სლოვაკეთში ცხოვრობს, განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობს და სხვადასხვა აქცენტი აქვს? რა არის ნამდვილი სლოვაკის დამახასიათებელი ნიშანი? პასუხი მარტივია: ყველა, ვინც ბოროვიჩკას სვამს ლუდთან ერთად ჭეშმარიტი სლოვაკია. და თუ თქვენ ჩემი გვარი გაინტერესებთ, ის უნგრულია, ლუდთან ერთად ბოროვიჩკასაც არ ვსვამ და ოჯახის წევრებიც დასავლეთ გერმანიასა და აშშ-ში მყავს.

თუმცა, მე დავიბადე ბრატისლავაში, სლოვაკეთის დედაქალაქში.. იმ დროს ის ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკია იყო და ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვეში ქვეყანა სლოვაკეთად და ჩეხეთის რესპუბლიკად გაიყო. მაგრამ სლოვაკებს და ჩეხებს ერთმანეთი დღემდე უყვართ და ჩვენი ურთიერთობა ჩეხ ხალხთან ძალზედ უნიკალურია. შედარებისთვის, შევხედოთ ფინეთსა და შვედეთს, ინგლისსა და საფრანგეთს, საფრანგეთსა და ესპანეთს, ბელგიასა და საფრანგეთს და ა.შ. მართალია, ამ ქვეყნებს ომის მდგომარეობა არ აქვთ ერთმანეთთან და მათ ნამდვილად არ სძულთ ერთმანეთი, მაგრამ ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ისინი გარკვეულ მეტოქეობას გრძნობენ ერთმანეთისადმი. ჩვენსა და ჩეხებს შორის კი ასე არაა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძმები და დები ვართ და შეგვიძლია ისიც აღვნიშნოთ, რომ ბევრ ჩვენგანს  ჩეხოსლოვაკიის მონატრების გრძნობაც აქვს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი საკითხის გარდა! .. ეს ჰოკეია. ამ დროს ჩვენ მეტოქეებად ვიქცევით.

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალაქში ოჯახთან ერთად გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონსერვატიულები არიან, რაც არ უნდა გადავწყვიტო, ყოველთვის მხარს მიჭერენ. დედამ და ბებიამ გამზარდეს. ბებია მორწმუნე კათოლიკეა, რაც ტიპურ ბებიას ნიშნავს სლოვაკეთში. მთლიანობაშიც, ჩვენ, როგორც ერი, კათოლიკეები ვართ. კომუნისტებმაც კი ვერ შეცვალეს ეს და არა იმიტომ, რომ 40 წლის მანძლზე ისინი ნაკლებ ძალისხმევას იჩენდნენ ამის საწინააღმდეგოდ. ადრეულ ასაკში მევალებოდა ეკლესიაში მევლო და მონაწილეობა მიმეღო ყველა სავალდებულო ცერემონიაში, როგორც სხვებს. მირონცხების ცერემონიის შემდეგ კი ოფიციალურად გავხდი დამოუკიდებელი და კათოლიკე. და, საკმაოდ ირონიულია ის ფაქტი, რომ ეს იყო ცხოვრების ის მომენტი, როდესაც ქრისტიანულად ცხოვრების ეს გზა ‘’კრიტიკული აზროვნების’’ ფენომენით დამთავრდა, რაც საკმაოდ საერთოა პოლიტიკით და მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებისათვის. რაც შეეხება მეცნიერებას, კვების ინჟინერიის მეორეკურსელი ვარ სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ESN-ის (ერასმუსის სტუდენტთა ქსელი) მეშვეობით შევხვდი უამრავ ახალ ადამიანს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან. შევიძინე უამრავი მეგობარი, კონტაქტი და ცოდნა სხვადასხვა კულტურების, მათი რელიგიის თუ სამზარეულოს შესახებ. შევესწარი ბევრ სახალისო კამათს, მაგალითად, როგორ ეკამათებოდა იტალიელი ბიჭი ფრანგს, თუ რომელს უკეთესი ღვინო აქვს, როგორ ასწავლიდა სიცილიელი ბიჭი იტალიელ გოგონას სიცილიურს, შევესწარი კატალუნიელთა ქადაგებებს დამოუკიდებლობაზე; აღმოვაჩინე, რომ ფრანგი გოგონები ყველაზე ლამაზები გოგონები არიან (რა თქმა უნდა, სლოვაკი გოგონების შემდეგ)… თუმცაღა, ეს ცოტა არ იყოს, სუბიექტურია, მაგრამ მაინც… ვნახე თურქი გოგონების შეცხადება, როცა პირველად გასინჯეს ღორის ხორცი, გავიგე, რომ თუ ფინელი ბიჭი ლაპონიაში 10 ჰექტარ მიწას იყიდის, პირველად ის საუნას ააშენებს და მხოლოდ ამის შემდეგ -სახლს.

Image

სწორედ ამიტომ მიყვარს ევროპა. ჩვენ ყველანი ძალიან განსხვავებულები  და მაინც, მსგავსნი ვართ. ევროპაში შეხვდები უამრავ  განსხვავებულ ქვეყანას კულტურის, რელიგიის თუ პოლიტიკის  მხრივ, ყველაფერი როგორღაც ქაოტურია და თავად ცალკე აღებულ თითოეულ ქვეყანაშიც ბევრი კულტურა და რელიგიაა. ამასთან, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ერთმანეთთან. მაგალითისთვის, ბრატისლავადან მხოლოდ საათის სავალზეა ვენა, ორი საათის მოშორებითაა ბუდაპეშტი და ბრნო, 4 საათი გვაშორებს კრაკოვს და ხუთიც – მიუნხენს. 5 სხვადასხვა ქვეყანა, 5 განსხვავებული ერი, თავიანთი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროებით. პროვანსი, ტოსკანა, ანდალუსია, ვენეცია, ბარსელონა, რომი, პარიზი, ლონდონი, პრაღა, ალპები, სკანდინავია, ტატრას მთები, ტრანსილვანია და ა.შ. განსხვავებული ადგილები განსხვავებული ისტორიებითა და განსხვავებული ბუნებით. შენ შეგიძლია იყო იტალიელი, ბერძენი, უნგრელი, ესტონელი, ბრიტანელი, ესპანელი , მაგრამ შენში მაინც არის ადგილი სიამაყისთვის, რომ შენ ევროპელი ხარ. არაა აუცილებელი ნაციონალისტი ან პატრიოტი იყო, მაგრამ როდესაც საზღვარგარეთ ხარ, შენ იგრძნობ თავს განსაკუთრებულად, რომ შენ ‘’ბებერი კონტინენტიდან’’ -ევროპიდან ხარ.